

სწავლის განახლებასთან დაკავშირებით ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრი სკოლებში დასაქმებულთა ტესტირებას ატარებს.
ტესტირება გუშინ, 13 იანვარს, დაიწყო და დღეს დასრულდება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, გუშინ ტესტირება ჩაუტარდათ კიცხის, ბორის, ვარძიის, წყალაფორეთის, ხიდრის, დაბა ხარაგაულისა და საღანძილის სკოლების მასწავლებლებს.
დღეს კი ძირულასა და ჩხერიმელას ხეობის სოფლების სკოლების პედაგოგებს გატესტავენ.
გუშინ ჩატარებული სწრაფი ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია, ხოლო PCR ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.