

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, ალექსანდრე ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად მუნიციპალიტეტში ეპიდვითარება სტაბილურია.
მისი თქმით, ბოლო დღეებში კორონავირუსის ახალ შემთხვევათა დინამიკა მცირეა და ვირუსის სიმპტომების მქონე პირთა მომართვიანობაც არ გაზრდილა.
„ქვეყნის მასშტაბით ეპიდვითარების გაუარესება, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ხარაგაულის მაჩვენებელზეც, – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე, – ველოდებით კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის გავრცელებას“.
7-10 იანვარს ხარაგაულში კორონავირუსის 22 შემთხვევა გამოვლინდა. ამით ხარაგაულში covid-19-ის პირველად დაფიქსირებიდან 10 იანვრამდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3470-მდე გაიზარდა. მათგან 3045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 გარდაიცვალა.
ამჟამად 382 ინფიცირებულიდან 19 სტაციონარში მკურნალობს, ხოლო დანარჩენი სახლში, – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. იზოლაციაში 72 ადამიანი იმყოფება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.