

ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, 8 იანვარს, ადმინისტრაციული შენობის წინ საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყობა.
ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. ხარაგაულელი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა საღამოს რვის ნახევრამდე გაგრძელდება.
15:00 საათიდან 16:30 საათამდე ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდება. ამ საზეიმო ცერემონიაზე საპატიო ხარაგაულელები დაჯილდოვდებიან.
15:00 საათიდან 18:00 საათამდე ბავშვებს მოსიარულე ორკესტრი გაართობს. პატარებს სანტა კლაუსთან ფოტოსესიის შესაძლებლობა ექნებათ.
საღამოს ექვსი საათიდან რვა საათამდე ხარაგაულში „თეატრალური კვარტეტის“ კონცერტი გაიმართება. ღონისძიება საახალწლო ფოიერვერკით დასრულდება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.