

ახალი წლის შემდგომ დღეებში ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსზე ტესტირების მიზნით მოქალაქეთა მიმართვიანობამ იკლო.
„თუ გასულ თვეში ტესტირებისთვის დღიურად 50-70 ადამიანი გვაკითხავდა, ახლა 15-მდე მოქალაქე გვაკითხავს, – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი ირინა გელაშვილი, – თუმცა, მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რიცხვის მატებას ველოდებით“.
ბოლო ორ დღეში – 4 და 5 იანვარს, ხარაგაულში კორონავირუსი 17 პირს გამოუვლინდა. ისინი დ. ხარაგაულის, ზვარეს, ქროლის, საქასრიის, საქარიქედის, გედსამანიის, თეთრაწყაროს, ჩრდილის, წიფას, ღარიხევისა და წყალაფორეთის მაცხოვრებლები არიან.
covid-19-ის ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 6 იანვრამდე ეს ვირუსი 3448 პირს დაუდასტურდა. მათგან 3025 გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულში 380 ინფიცირებულიდან კოვიდკლინიკებში 20 მათგანი მკურნალობს, დანარჩენები – ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.