
„ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროფკავშირს შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები სხვადასხვა ბენეფიტებით ისარგებლებენ.
ერთობლივ შეთანხმებას „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ხელი მოაწერეს.
კოლექტიური შეთანხმება 2022 წლის1 იანვრიდან შევა ძალაში.
ამ შეთანხმების თანახმად, სახელფასო ანაზღაურება ყოველი წლის დასაწყისში ინდექსაციით განისაზღვრება.
ასევე, წელიწადში 4-ჯერ გაიცემა ფულადი პრემია 50 ლარის ოდენობით შემდეგ დღესასწაულებზე: შობა, აღდგომა, მაღაროელის დღე, გიორგობა (23 ნოემბერი).
ამასთან, ფულადი პრემია 500 ლარის ოდენობით გაიცემა ჩამოთვლილ მოვლენებთან დაკავშირებით:
პრემიასთან ერთად, ასევე, კომპანია თანამშრომელს ჩუქნის 6 კალენდარული დღით განსაზღვრულ დამატებით დასვენებას.
კომპანია დეკრეტულ შვებულებაში მყოფ თანამშრომელს აუნაზღაურებს 60 კალენდარულ დღეს.
შეთანხმება ითვალისწინებს ღამის საათების ანაზღაურებას 1.2 კოეფიციენტით, ზეგანაკვეთური საათების – 1.3 კოეფიციენტით და უქმე დღეებში – 1.25 კოეფიციენტით.
„ჯორჯიან მანგანეზში“ 5600 ადამიანია დასაქმებული, მათგან 3825 პროფკავშირის წევრია.
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან