

ბოლო 24-საათში ხარაგაულში კორონავირუსი რვა პირს გამოუვლინდა.
ხარაგაულში covid-19-ის პირველად დადასტურებიდან 28 დეკემბრამდე ამ ვირუსით 3393 ადამიანი დაავადდა. მათგან 2890 გამოჯანმრთელდა, 43 გარდაიცვალა.
ხარაგაულში 460 ინფიცირებულიდან 25 კოვიდკლინიკაში მკურნალობს. დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
გუშინ, 27 დეკემბერს, ჩატარებული ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების თანამშრომელთა PCR ტესტების პასუხები უარყოფითია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ტრანსპორტმა მოძრაობა დაიწყო, კორონავირუსის სიმპტომის მქონე პირთა მომართვიანობა გაიზარდა.
ამ ცენტრის წარმომადგენელები ვარაუდობენ, რომ გასულ კვირასთან შედარებით, covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.