

ხარაგაულის საავადმყოფოს თერაპევტი, ბაზალეთის საექიმო ამბულატორიის ექიმი თინა მჭედლიძე ამ დილით გარდაიცვალა.
თინა მჭედლიძე 40 წელზე მეტი ხარაგაულელთა ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე იდგა. ის სხვადასხვა წლებში ხარაგაულის პოლიკლინიკის გამგედ, თერაპევტად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმად მუშაობდა. 2012 წლიდან ბაზალეთის ამბულატორიის ექიმია.
მისი კოლეგების თქმით, ის ბოლო წლებში ავადმყოფობდა.
თინა ექიმის ხსოვნა მუდამ დარჩება კოლეგების, მადლიერი პაციენტებისა და ხარაგაულელების გულში.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია თანაუგრძნობს ხარაგაულის სამედიცინო საზოგადოებას, გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.