

25 და 26 დეკემბერს ხარაგაულში კორონავირუსი 11 პირს დაუდასტურდა.
მათგან ორი კოვიდკლინიკის თანამშრომელია. ორივე ინფიცირებულმა კორონავირუსი 2020 წლის დეკემბერში გადაიტანა. ისინი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად არიან აცრილები.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში გასულ და მიმდინარე წელს კორონავირუსით ხელმეორედ 14 ადამიანი დაავადდა. მათგან შვიდს კოვიდსაწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს.
ხარაგაულში covid-19-ის პირველად დადასტურებიდან 27 დეკემბრამდე ამ ვირუსით 3385 პირი დააავადდა. მათგან 2840 გამოჯანმრთელდა, 43 გარდაიცვალა.
502 ინფიცირებულიდან საავადმყოფოში 25 მკურნალობს. დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეიბის ქვეშ იმყოფებიან.
დღეს, 27 დეკემბერს, გეგმიური PCR ტესტირება ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების თანამშრომლებს ჩაუტარდებათ. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.