

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 საბავშვო ბაღიდან, დღეს, 24 დეკემბერს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხუნევისა და ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციიდან მოპოვებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში ყველა თანამშრომელი ადგილზეა, თუმცა, მშობლებმა აღსაზრდელები არ მიიყვანეს.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, გაკვეთილები მუნიციპალიტეტში მოქმედ 26-ვე სკოლაში ტარდება.
„ხარაგაულის #2, #3 სკოლებსა და სასულიერო გიმნაზიაში ცოტა მოსწავლე გამოცხადდა, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – ამიტომ ამ სკოლებში სამ-სამი გაკვეთილი ჩატარდა“.
ფოტოზე: ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღი
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.