

მესამე დღეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
„ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში, ძირულას ხეობის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდებას შევძლებთ, – ამბობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხარაგაულის მომსახურების ცენტრის მენეჯერი ზაზა ნიქაცაძე, – ვეცდებით, რომ დღის ბოლომდე დენი ყველა იმ სოფელში ჩავრთოთ, რომლებიც, ამ დრომდე, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“.
ამ მომენტისათვის, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია დაბა ხარაგაულში, წიფას, ზვარეს, მოლითისა და ბაზალეთის თემის ყველა სოფელში.
ამჟამად უდენოდ არის დარჩენილი ბორითის, ხუნევის, ხევის, ნადაბურის თემში შემავალი ყველა სოფელი, ლეღვანი, ვანი, ზარანი, სხლითი, საღანძილე, მარელისი, დიდვაკე, ხორითი, ლაშე, ფარცხნალი, თეთრაწყარო, ხონი, ჩხერი, ვახანი, ვარძია, კიცხის ნაწილი.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია სამუშაო დღის ბოლოს დაინტერესდება, რამდენად შეძლო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხარაგაულის მომსახურების ცენტრმა ელექტროენერგიის მიწოდება ხარაგაულის ყველა სოფელში.
საჭიროების შემთხვევაში უახლეს ინფორმაციას დღის ბოლოსაც მოგაწვდით.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ