

უღელტეხილის მონაკვეთზე, უამინდობის გამო, ენერგო-პრო ჯორჯიას სადგურ ძირულასა და მარელისში ძაბვა გაეთიშა.
„საქართველოს რკინიგზასგან“ გავრცელებული ინფორმაციით, ამის გამო #802, #870, #873 და #803 სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა.
აქედან #802 და #873 უკვე დაიძრა და დანარჩენი ორი მატარებელი უახლოეს პერიოდში განაახლებს მოძრაობას.
თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ „საქართველოს რკინიგზა“, მიუხედავად ელექტროენერგიის შეფერხებებით მიწოდებისა, ავარიულ რეჟიმში აგრძელებს მატარებლების გადაადგილებას. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, მოძრავ მატარებლებს შეფერხებები კიდევ ჰქონდეთ.
არსებული ინფორმაციით, ავარია უხვმა თოვლმა გამოიწვია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შეფერხების გამო!
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ