

„ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „დაწერე ნოველა“ ასამდე მოსწავლე ჩაერთო.
მათგან ჟიურიმ ფინალისთის ათი ნოველა შეარჩია.
ერთი გამარჯვებული კონკურსის ჟიურიმ დაასახელა, ხოლო ორი საუკეთესო – ვებგვერდის მკითხველისა და სოციალურ ქსელში „მოწონებების“ მიხედვით შეირჩევა.
„ჟიურის რჩეულია“ მარიამ ჩაჩანიძე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის სკოლა);
„ვებგვერდის ლიდერი ნოველა“– გამარჯვებულია მიხეილ სარუხანიანი, (ბოლნისი, დაბა კაზრეთის #1 სკოლა);
„Facebook-ის ლიდერი ნოველა“ – თამარ აქუბარდია (წალენჯიხა, სოფ. ჭალეს სკოლა).
ეს მოსწავლეები წიგნის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ – მარიამი გამომცემლობა „ინტელექტისგან“, მიხეილი – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან“, ხოლო თამარი – გამომცემლობა „არტანუჯისგან“.
საუკეთესო ათეულიდან თავისი რჩეულები სხვადასხვა გამომცემლობებმა დაასახელეს:
„ახალი განათლების“ რჩეულიები არიან – ასლან შაინიძე (ლაგოდეხი, სოფ. არეშფერანი), მალხაზ გულბანი (მესტია, სოფ. იფარი);
გამომცემლობა „აგორას“ რჩეული – სოფიკო ხერგიანი (მესტიის #3 სკოლა);
გამომცემლობა „გლოსას“ რჩეული – მეგი ჩხეტიანი (წალკა #1 სკოლა).
ათივე ფინალისტი, კონკურსში მონაწილეობისთვის, სერტიფიკატებით დაჯილდოვდება.
სამი გამარჯვებული მოსწავლის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა საჩუქრად გაზეთ „ახალი განათლების“ 2022 წლის ერთწლიან ხელმოწერას მიიღებს.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ