

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბოლო 24-საათში, კორონავირუსი 33 პირს დაუდასტურდა. მათგან 6 ბავშვია.
კორონავირუსით ინფიცირებულები დ. ხარაგაულის, წაქვას, ჩხერის, უბისას, ვერტყვიჭალას, მაქათუბნის, ლეღვანის, ღარიხევის, ღორეშას, ერეთას, ბორითის, კიცხის, ბორისა და ვანის მაცხოვრებლები არიან.
ხარაგაულში ამ ვირუსის პირველად გამოვლენიდან 14 დეკემბრამდე სულ 3 271 პირი დაინფიცირდა. მათგან 2 720 გამოჯანმრთელდა, 42 – გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულში covid-19-ით ინფიცირებული 509 ადამიანიდან 39 საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. იზოლაციაშია 106 პირი.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების თანამშრომელთა კორონავირუსზე გუშინ, 13 დეკემბერს, ჩატარებული PCR ტესტების პასუხები უარყოფითია.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.