

ბოლო 24-საათში ხარაგაულში კორონავირუსი 16 პირს დაუდასტურდა. მათგან 6 ბავშვია.
კორონავირუსით ინფიცირებულები ღორეშას, ფარცხნალის, ვერტყვიჭალას, ბორითის, ვახანის, ხიდარის, ისლარის, ვარძიას, წიფასა და ჩრდილის მაცხოვრებლები არიან.
ხარაგაულში covid-19-ის პირველად დადასტურებიდან 10 დეკემბრამდე ეს ვირუსი 3 217 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 2 700 გამოჯანმრთელდა, 42 გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 475 პირია ინფიცირებული. მათგან 39 სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. იზოლაციაშია 115 პირი.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ირინა გელაშვილი ამბობს, რომ დეკემბრის ათ დღეში, მათთან ტესტის გასაკეთებლად მისულ მოქალაქეთა მიმართვიანობა, ნოემბრის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრდა – 1-დან 10 დეკემბრამდე დღიურად ჯანდაცვის ცენტრს კორონავირუსზე ტესტირებისთვის 50-მა ადამიანმა მიმართა.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ