

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარიხევში ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
ტაძრის საძირკველი ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა თომამ (ლაცაბიძე) და ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა მამა პავლემ (ცერცვაძე) აკურთხეს.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ღარიხევში, ამ ადგილას ეკლესია არსებობდა, მაგრამ კომუნისტური რეჟიმის დროს ის დაანგრიეს და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა (კლუბი და ბიბლიოთეკა) ააგეს.
იმ ადგილზე კვლავ ეკლესიის – ბაზილიკის ტიპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის აშენება იგეგმება.
ღარიხევში ეკლესიის მშენებლობა ლაშა დეკანოსიძის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. ის წარმოშობით ღარიხევიდანაა და ამერიკაში ცხოვრობს. ეკლესიის მშენებლობაში ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთვება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.