

ხარაგაულში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ მძიმეა. გასულ შაბათ-კვირას კორონავირუსი მუნიციპალიტეტში 31 პირს დაუდასტურდა.
ამით covid-19-ის ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან დღემდე სულ 2 979 პირი დაინფიცირდა, მათგან 2 415 გამოჯანმრთელდა, ხოლო 40 გარდაიცვალა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად 524 ინფიცირებულიდან 40 კოვიდკლინიკაში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, 175 პირი იზოლაციაშია.
დღეს PCR ტესტი ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების მედპერსონალს ჩაუტარდება. პასუხები ხვალისთვის გახდება ცნობილი.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.