

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო 48 საათში ხარაგაულში კორონავირუსი 50 პირს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ბავშვია.
ამ ვირუსის ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან დღემდე სულ 2 948 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2 400 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 40 გარდაიცვალა.
ამჟამად 508 ინფიცირებულიდან 38 საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ორშაბათს, 22 ნოემბერს, ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების მედპერსონალისთვის ჩაატარებული PCR ტესტების პასუხები უარყოფითია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე ამბობს, რომ კორონავირუსზე ტესტის გასაკეთებლად მათ ცენტრში დღიურად 50 პირი მიდის. ექიმი რეგულაციების დაცვისკენ მოგვიწოდებს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.