

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში კორონავირუსმა სამი ხარაგაულელის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სამივე მათგანი საავადმყოფოში მკურნალობდა. მათ ვირუსი ნოემბრის დასაწყისში დაუდასტურდათ.
70 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი დიდვაკეში ცხოვრობდნენ. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არც ერთს არ ჰქონდა ჩატარებული. ისინი თავიდან ბორითის კოვიდცენტრში გადაიყვანეს, შემდეგ კი – თბილისში.
მოლითში მცხოვრები მამაკაცი თერჯოლის კოვიდცენტრში მკურნალობდა, ორჯერადად იყო ვაქცინირებული და თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ხარაგაულში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.