

„ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, 19 ნოემბერს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მოწოდება ხარაგაულელ მომხმარებელთა ნაწილს შეეზღუდება.
ფიდერ „ხარაგაულის“ გამანაწილებელ ქსელში საყრდენების შეცვლისა და ახალი ბოძების დამონტაჟების მიზნით დაგეგმილია ტექნიკურ-პროფილაქტიკური სამუშაოები.
14:00 სთ-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ ღუდუმექეთში;
14:00 სთ-დან 15:00 საათამდე და 17:30 სთ-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს დაბა ხარაგაულში, ფარცხნალში, ჯაფაროულში, ჩხერში, ისლარსა და ბაზალეთი.
სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.