

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს საქართველოს პარლამენტმა მხარი სამი მოსმენით დაუჭირა.
ამ ცვლილებების თანახმად, 2022 წლის 25 აპრილიდან მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარება რეალურ პირობებში გახდება სავალდებულო.
ცვლილება პირველ ეტაპზე „B“ და „BE“ კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდებისთვის გავრცელდება.
2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად.
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი იქნება.
პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება);
პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შს მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე“, – ნათქვამია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ