

გასულ შაბათ-კვირას, – 13 და 14 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 46 ადამიანს დაუდასტურდა.
მათგან 7 არასრულწლოვანია და ისინი დაბა ხარაგაულის, სარგვეშის, ქვების, ხიდრისა და ვარძიის მაცხოვრებლები არიან.
ამით, covid-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე, 2653-მდე გაიზარდა.
სამწუხაროდ, გვყავს გარდაცვლილი – კორონავირუსით ხევში მცხოვრები 81 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ხაშურის კლინიკა „გორმედში“ მკურნალობდა.
15 ნოემბრის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.