

ჭიათურის თეატრმა კულტურის სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში“ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.
თეატრში სპექტაკლს თეატრისა და კინოს სხელმწიფო უნივერსიტეტის, დრამის ფაკულტეტის, თეატრის რეჟისურის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი ქეთევან სამხრაძე დადგამს;
ქეთევანი ამ პროექტის ფარგლებში მის საკვალიფიკაციო სპექტაკლს ცნობილი ქართველი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის რომანის ,,ქარავანი” მიხევდით განახორციელებს; პიესა თეატრის სცენაზე ჯერ არ დადგმულა. სპექტაკლის შემოქმედებითი გუნდი (სცენოგრაფი, მხატვარი, კომპოზიტორი, ხმის რეჟისორი) ახალგაზრდა ხელოვანებითაა დაკომპლექტებული.
პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო, ახალგაზრდა რეჟისორი, სამხატვრო ხელმძღვანელ – მამუკა ცერცვაძესთან და თეატრის დირექტორ – ნანა წერეთელთან ერთად თეატრის დასს შეხვდა, რეპეტიციები ხვალ, 13 ნოემბრიდან, დაიწყება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.