

გასული 24 საათის განმავლობაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი, ტესტირებით, 28 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 9 ბავშვია.
ამით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, ხარაგაულში covid-19-ის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე, 2607-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7-ით გაიზარდა და 1717 გახდა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 856 ადამიანს აქვს კორონავირუსი, ტესტირებით დადასტურებული. თუმცა, შესაძლოა, ამ ვირუსით გაცილებით მეტი იყოს ინფიცირებული, – ვინც არ გაიტესტა ან covid-19-ის უსიმპტომო ფორმა აქვს.
დღეისათვის, 856 ინფიცირებულიდან 36 სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები – საკუთარ სახლებში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 12 ნოემბრის მდგომარეობით, 263 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.