

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული ოცდაერთივე საბავშვო ბაღი ამ დრომდე დახურულია.
აქ სწავლა 15 ნოემბერს უნდა განახლებულიყო. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, სწავლა 1 დეკემბრამდე ვერ განახლდება. ამის მიზეზი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის დაბალი დონეა.
“დღეს დილიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან კონსულტაცია გავიარე . სოფლებში არსებული ვითარება მოვიკითხე. ფაქტობრივად ყველგან საგანგაშო მდგომარეობაა. ამის გამო იძულებულნი ვართ სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი გადავწიოთ.
ამ პერიოდის განმავლობაში იქნებ მოვახერხოთ და საბავშვო ბაღებში თანამშრომელთა ვაქცინაციის მაჩვენებელი, რომელიც ამჟამად 40 %-ია, როგორმე გავზარდოთ. მაქსიმალურად მოვუწოდებთ აღმზრდელებსა და მშობლებს. კონკრეტული ნაბიჯი თუ არ გადავდგით და არ ავიცერით, მომავალშიც ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით. საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო უნდა დავახვედროთ”- ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ