

გასული დღე-ღამის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის ორი 18 წლამდე ასაკიაა.
ამით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2579-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1710 გახდა.
11 ნოემბრის მდგომარებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული 835 ადამიანია აღრიცხული. თუმცა, მათი რაოდენობა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ინფიცირებული არ/ვერ აკითხავს ტესტირების დაწესებულებას, გაცილებით მეტია.
დღეისათვის სტაციონარში კვლავ 35 პაციენტი მკურნალობს; დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ამ დრომდე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით სულ 34 ადამიანია გარდაცვლილი.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.