

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა ჭიანურდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ზუსტ თარიღს, თუ როდის გაწყვეტენ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკორდთან“ ხელშეკრულებას, ვეღარ გვისახელებენ.
ამ კომპანიამ გზის სამშენებლო სამუშაოები სანახევროდაც არ შეასრულა.
„საკმაოდ რთული პროცედურა დავიწყეთ, – ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ ჯაფარიძე, – ხელშეკრულების გაწყვეტისთვის სხვადასხვა ეტაპები უნდა გავიაროთ. ამ გზის მშენებლობისთვის ახალ ტენდერს როგორც კი გამოვაცხადებთ, მაშინვე გაცნობებთ“.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „აკორდს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2021 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო.
ამ სოფლების მოსახლეობა უგზოობით წლებია შეწუხებულია.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.