

ხარაგაულში სოციალურად დაუცველი, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები, 3 კბმ შეშას მიიღებენ.
ამ მიზნით ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი ღირებულების 105 კბმ საშეშე მერქანია შეძენილი.
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე, შეშას დაბა ხარაგაულსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 35-40 ოჯახს მიუტანენ. შეშის დარიგება ამ დღეებში დაიწყება.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ რიკოთის ავტობანისა და ახალი რკინიგზის მშენებელ კომპანიებთან, რათა ამ მშენებლობების არეალში მოჭრილი საშეშე მერქანი მუნიციპალიტეტს გადმოეცეს.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბევრი ოჯახი განცხადებით მოგვმართავს და შეშით მომარაგებას მოითხოვს. ვეცდებით, ეტაპობრივად მაქსიმალურად ბევრი ოჯახი დავაკმაყოფილოთ.
ძირითადად, ისეთი უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები შეირჩევა, რომელთა წევრებსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ.
მერიის სოციალური სამსახური შეისწავლის განმცხადებელთა მდგომარეობას. სადაც უფრო რთული ვითარება დაგვხვდება, შეშით იმ ოჯახებს დავეხმარებით“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ