

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ხარაგაულის #2, #3, საღანძილის, მარელისის, ლეღვნის, მოლითის, ვახანის, ზვარეს, კიცხის, ლაშის, ბაზალეთის, უბისის, ვაშლევის, ვარძიის საჯარო სკოლები და ხარაგაულის გიმნაზია სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინა ვეფხვაძის ინფორმაციით, ხარაგაულის სკოლებში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა იკლებს.
„ხვალ, 11 ნოემბერს, ოფიციალური მონაცემები გვეცოდინება, რომელ სკოლაში რამდენი მოსწავლე და რამდენი მასწავლებელია ინფიცირებული, ასევე რამდენი გამოჯანმრთელდა.
ამ მონაცემებს პარასკევს განათლების სამინისტროს ვაწვდით. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით გადავწყვეტთ, განახლდება თუ არა ორშაბათს, 15 ნოემბერს, საკლასო ოთახებში სწავლა,“ – ამბობს მარინა ვეფხვაძე.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.