

2021 წლის 6 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციის მიმდინარეობისას ტელეკომპანია „იმედის” აპარატურა დაზიანდა.
ამ მედიასაშუალების წარმომადგენლის ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს ხელი შეეშალა პროფესიულ საქმიანობაში. „იმედის” ჟურნალისტის თქმით, აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიას მანქანაზე მუქარის შემცველი წარწერები დატოვეს და მედიასაშუალების მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს. მივმართავთ აქციის ორგანიზატორებს, არ წაახალისონ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, რათა შეწყდეს მედიასაშუალებების მიმართ მუქარა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა.
ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება მედიის მიმართ აგრესიის ტენდენციურობასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად კრიტიკული მედიასაშუალებების მისამართით გამოიხატება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის, როგორც ჟურნალისტური გაერთიანებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს თითოეული ჟურნალისტის უფლება, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ