

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან, კორონავირუსის გავრცელების გამო, 14 მათგანი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
ხარაგაულის #2, #3, ბაზალეთის, ბორის, კიცხის, ლაშის, საღანძილის, ვახანის, მოლითის, ვაშლევის, უბისის, ზვარეს, მარელისის სკოლებისა და ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლეებს გაკვეთილები ონლაინ უტარდებათ.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, სკოლები დისტანციურ რეჟიმზე, სავარაუდოდ, 15 ნოემბრამდე დარჩებიან.
„ამჟამად ხარაგაულში 45 მასწავლებელი და 51 მოსწავლეა ინფიცირებული. მოსწავლეებში ვირუსი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ მასწავლებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა“, – ამბობს მარინე ვეფხვაძე.
ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.