

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევში კარლო ბარბაქაძისა და თეონა ჩიტაძის მრავალშვილიან ოჯახს 1 ნოემბერს სახლი დაეწვა.
სახლთან ერთად დაიწვა ყველაფერი, რაც გააჩნდათ. ბავშვებმა ზურგჩანთებით მხოლოდ სასკოლო წიგნების გამოტანა მოასწრეს. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი და ამჟამად მეზობლის სახლში იმყოფება.
ბორითის მაჟორიტარი დეპუტატის, ია პაქსაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ოჯახისთვის ნივთების შეგროვება უკვე დაწყებულია. მათ სჭირდებათ ყველაფერი – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ბავშვებიდან სამი ბიჭია (13, 10 და 5 წლისები) და ერთი 7 წლის გოგონა. დახმარების მსურველებს ნივთების მიტანა ოჯახში, ან ბორითის საკრებულოს შენობაში შეუძლიათ.
ორგანიზების შემთხვევაში, საჭირო ნივთების შეგროვება, შესაძლოა, ხარაგაულშიც დაიწყოს. მისი ტრანსპორტირება კი ია პაქსაშვილის დახმარებით მოხდება.
ამ ოჯახის ახლობლის სახელზე გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მათთვის ახლა ერთი ლარიც კი მნიშვნელოვანია.
ანგარიშის ნომერი: #GE13LB0711185806502001
მიმღები: ცისმარი ბარბაქაძე
ოჯახის დიასახლისის ტელ. ნომერი: 555 234 387 (თეონა ჩიტაძე)
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ