

ხარაგაულის საავადმყოფო მიმდიდანრე წლის აგვისტოდან კოვიდცენტრად გადაკეთდა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის მაკა ქასრაშვილის ინფორმაციით, ამის მიუხედავად, ყველა პაციენტს ამბულატორიული მომსახურება ჩვეულებრივ უტარდებათ.
„ამბულატორია მთელი დატვირთვით მუშაობს, პაციენტებს ყოველდღიურად ემსახურება პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, ქირურგი, ფთიზიატრი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი და ოჯახის ექიმები.
ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს ლაბორატორია. თითოეულ შემოსულ პაციენტს ადგილზე კორონავირუსის სწრაფი ტესტი უტარდება“, – ამბობს მაკა ქასრაშვილი.
პაციენტებს საავადმყოფოში მისვლა წინასწარი ჩაწერის გარეშე შეუძლიათ. არაკოვიდპაციენტებს ამბულატორია კოვიდცენტრისგან დამოუკიდებელი, მეორე შესასვლელიდან იღებს.
კოვიდცენტრად გადაკეთების გამო, ხარაგაულის საავადმყოფოში გადაუდებელი და გეგმიური მომსახურებები აღარ ტარდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ხარაგაულის საავადმყოფოს მიმღებს ტელეფონის ნომერზე: 577 59 76 52.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
თუ კორონავირუსზე ტესტირებისთვის ტრანსპორტირებაში დახმარება გჭირდებათ
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.