

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების 540 აღსაზრდელი 10 დასახელების პროდუქტს მიიღებს.
თითოეული აღსაზრდელისთვის განკუთვნილია ერთი ლიტრი ზეთი, ერთი ქილა შედედებული რძე, თითო-თითო კგ. შაქარი, ბრინჯი, მაკარონი, ქათმის ფილე, ლობიო, 0,5 კგ ორცხობილა, 200 გრ. კარაქი და 10 ცალი კვერცხი.
ეს პროდუქტები 15 ნოემბრამდე დარიგდება. მამუკა ჭიპაშვილის თქმით, თითო პაკეტის ღირებულება 46 ლარია, სულ დაახლოებით 25 000 ლარის პროდუქტი დარიგდება.
კვების პროდუქტები მშობლებმა საბავშვო ბაღებიდან თავად უნდა წაიღონ. დარიგების გრაფიკი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სწავლის განახლება 15 ნოემბრამდე გადავადდა.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ