

კორონავირუსის გავრცელების გამო ხარაგაულში 12 სკოლა სრულად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
ხარაგაულის #2, #3, ბაზალეთის, ბორის, კიცხის, ლეღვანის, ლაშის, საღანძილის, ვახანის, მოლითის სკოლებსა და სასულიერო გიმნაზიის შემდეგ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ვაშლევის საჯარო სკოლა.
ვაშლევის სკოლაში კორონავირუსი სამ მასწავლებელს დაუფიქსირდა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, სწავლის საკლასო ოთახებში განახლება ხარაგაულში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაციაზეა დამოკიდებული.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცით აცრილი პედაგოგები ორ კვირაში ერთხელ გეგმიურად იტესტებიან, ხოლო არავაქცინირებულები – კვირაში ერთხელ.
პარასკევს, 5 ნოემბერს, დაწვრილებით მოვიძიებთ ინფორმაციას სკოლებში პედაგოგებისა და მოსწავლეების ჯანმრთელოპბის მდგომარეობის შესახებ და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით გაგრძელდება სკოლები სწავლა, – ამბობს მარინე ვეფხვაძე.
სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა დღეიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების დამამთავრებელი ჯგუფები.
ფოტოზე: ვაშლევის საჯარო სკოლა 2021 წლის ივნისი
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.