

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ერთი ინფიცირებული 11 წლის ბავშვია.
ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ხიდარში, ბორითში, ღორეშაში, მარელისში, ნებოძირში, ზარანში, ისლარში, საღანძილეში, დაბა ხარაგაულში, ვახანში, დიდვაკეში, ლეღვანში, ლაშეში, საქარიქედში, უბისაში, კიცხში, ვარძიაში, ჯაფაროულში, საბესა და ახალსოფელში.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 1 955 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 1 567 გამოჯანმრთელდა, 28 ადამიანი გარდაიცვალა.
ამჟამად კორონავირუსით 360 ხარაგაულელია ინფიცირებული, მათგან 38 საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს, დაიცავით ჰიგიენის წესები და რაც მთავარია, აიცერით.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.