

დღეს, 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 17:00 საათისთვის იგეგმება.
აქციაზე რეგიონებიდან ასობით ადამიანია წასული.
რამდენად შესაძლებელი იქნება ამ შეკრებაზე რეგულაციების დაცვა და გაიზრდება თუ არა ისედაც მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, კორონავირუსით ინფიცირებისა და ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი, – ამ შეკითხვით დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსს, გოჩა გიორგიძეს მივმართეთ.
„ნებისმიერი ტიპის ხალხმრავალი შეკრება, თუნდაც ეს იყოს ღია სივრცეში, თუ რეგულაციები არ იქნება დაცული, სარისკოა, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს მით უფრო, თუ აქციაზე აუცრელი ადამიანები იქნებიან.
დაავადების მეტად გავრცელების რისკის შემდეგ ბუნებრივად არსებობს სიკვდილიანობის ზრდის რისკიც.
ვიმედოვნებ, რომ აქციის ორგანიზატორები რეგულაციების დაცვაზე მაქსიმალურად იზრუნებენ, აქციის მონაწილეებს გააფრთხილებენ, ყურადღებას მიაქცევენ, რომ აუცილებლად ყველას სწორად ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია“.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ