

ხარაგაულში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 11 ბავშვია.
ახალი შემთხვევებია ნებოძირში, სარგვეშში, ზარანში, გრიგალათში, საქასრიაში, დაბა ხარაგაულში, კიცხში, ლაშეში, ხონში, მარელისში, ლაშის იგორეთში, ვერტყვიჭალაში, დიდვაკეში, ბაზალეთში, ბორითში, საღანძილეში, ფარცხნალში, ვარძიაში, წიფაში, ვახანსა და დეისში.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 1 923 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 1 565 გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულში კორონავირუსის 330 აქტიური შემთხვევაა, მათგან 37 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს.
ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლის, ირინა გელაშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულთა ოჯახის წევრები ხშირ შემთხვევაში სიმპტომებს მალავენ და კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირებაზე არ ან ვერ მოდიან. ამიტომ, შესაძლებელია, რომ დაინფიცირებული ხარაგაულელების რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს სამჯერ აღემატებოდეს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.