

დღეს, 25 ოქტომბერს, ხარაგაულში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მარათონი იწყება.
მარათონის ფარგლებში ხარაგაულელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი და ამ ცენტრის წარმომადგენლები შეხვდებიან.
ხარაგაულის სპორტდარბაზში შეხვედრა 12:-00 საათზე დაიწყება და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს ხარაგაულის გარდა, აცრების მარათონი ზესტაფონში, ხონსა და სამტრედიაშიც დაიწყება.
ზესტაფონის მუნიცალიტეტში ისინი მოსახლეობას სოფელ მეორე სვირში 10:00 საათზე შეხვდებიან, ხონში 15:00 სთ-ზე, ხოლო სამტრედიაში – 16:00 სთ-ზე.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ როგორც აცრილ, ასევე აუცრელ პირებს.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ