

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მათგან 4-4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბორსა და ბორითში, 3 – კიცხში, 2-2 – დაბა ხარაგაულსა და ლეღვანში, ხოლო თითო-თითო ახალი შემთხვევა ღორეშაში, ღარიხევში, საღანძილეში, თეთრაწყაროსა და ვარძიაში გამოვლინდა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე სულ ვირუსის 1 734 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 520 გამოჯანმრთელდა, 26 გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ით 188 პირია ინფიცირებული. მათგან 33 საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენები სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, მკურნალობენ.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლის, ირინე გელაშვილის, ინფორმაციით, დღეიდან, ორჯერადად აცრილი პედაგოგებს გეგმიურად, ორ კვირაში ერთხელ, PCR ტესტი გაუკეთდებათ, ხოლო არავაქცინირებული მასწავლებლები კვირაში ერთხელ სწრაფი ტესტით გაიტესტებიან.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ