

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო, ხარაგაულის #1, კიცხის, მოლითის, საღანძილის, ბორითისა და ხევის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა.
ამ საბავშვო ბაღებში კორონავირუსი სულ შვიდ აღსაზრდელსა და 16 თანამშრომელს დაუდასტურდა.
ბორითისა და ხევის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მიღება 28 ოქტომბრიდან იგეგმება, დანარჩენ საბავშვო ბაღებში – 26 ოქტომბრიდან, თუმცა, მამუკა ჭიპაშვილის თქმით, ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 21 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.