

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის სკოლაში კორონავირუსი 11 მოსწავლეს, 2 მასწავლებელსა და დამლაგებელს დაუდასტურდა. ერთი მასწავლებელი თვითიზოლაციაშია.
ეს ინფორმაცია ამ სკოლის დირექტორის, მაია გაგოშიძესგან მოვიპოვეთ. ბორის სკოლაში დისტანციური სწავლება 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსი ბაზალეთის სკოლის ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებთან კონსულტაციით გადაწყდება, ბაზალეთის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავა თუ არა, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – ხარაგაულში მოქმედის სკოლების მოსწავლეთა ნახევარს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა სურს, რაც ახალი შემთხვევებისგან, ვფიქრობ, მეტად დაგვიცავს“.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სრულად დისტანციურ სწავლებაზეა საღანძილის, ხევის, კიცხის, ნებოძირის სკოლები და სასულიერო გიმნაზია.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ