

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში კორონავირუსის ე.წ. „მეხუთე ტალღა“ დაიწყო.
ამას კორონავირუსით ინფიცირების მზარდი სტატისტიკა მოწმობს. ყოველდღიურად იზრდება ინციდენტობის, დადებითობისა და რეპროდუქციის ინდექსი.
ეს გაზრდილი სტატისტიკა ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიც საგრძნობია. 16 და 17 ოქტომბერს ხარაგაულში ინფიცირების 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 ადამიანი.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან ამ დრომდე სულ გარდაცვლილია 25 ინფიცირებული.
ამჟამად ხარაგაულში 265 ადამიანი ებრძვის კორონავირუსს. აქედან 32 საავადმყოფოში, ხოლო დანარჩენი ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ინფიცირებულთა რაოდენობის მომატება პირდაპირ კავშირშია ტესტირების ზრდასთან. ხარაგაულში დღიურად დაახლოებით 300 ადამიანი იტესტება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ირინე გელაშვილი ამბობს, რომ ეს ციფრი, წინა თვესთან შედარებით, გაორმაგებულია.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.