

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის სკოლაში დისტანციური სწავლება 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ამ სკოლის დირექტორის, ვარდო ჭიპაშვილის ინფორმაციით, ამის მიზეზია ის, რომ სკოლაში კორონავირუსით ინფიცირებულია 3 მოსწავლე და ორი მასწავლებელია.
`ეს მასწავლებლები თითქმის ყველა კლასში შედიან, – ამბობს ვარდო ჭიპაშვილი, – დღეს ვირუსის სიმპTომები კიდევ რამდენიმე მასწავლებელსა და მოსწავლეს გამოუვლინდა, თუმცა მათი ტესტირების პასუხები, ხვალ გახდება ცნობილი.
ამიტომ გადავწყვიტეთ. სწავლა დისტანციურად გავაგრძელოთ“.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სრულად დისტანციურ სწავლებაზეა წყალაფორეთის, ხევის, კიცხის, ნებოძის სკოლები და სასულიერო გიმნაზია.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.