

2021 წლის 1 ივლისს საქართველოში უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნები ამოქმედდა სავაჭრო ქსელში განთავსებული შემდეგი პროდუქციისათვის:
როგორ მოწმდება სათამაშოებისა და სხვა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოება და როგორ მიმდინარეობს ამ მიმართულებით ახლადდაწყებული სახელმწიფო კონტროლი, – ამ საკითხით სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი დაინტერესდა.
ამ ცენტრისგან გავრცელებული ინფორმაციით, სათამაშოებზე და რიგ სხვა პროდუქციაზე უსაფრთხოების კონტროლის ამოქმედების მიუხედავად, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელებული კონტროლის მასშტაბები საკმარისი არ არის.
2021 წლის მესამე კვარტალში შემოწმდა იმპორტით შემოსული 1 553 დასახელების სათამაშო, საიდანაც 49.5%-მა ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები და არ მოხდა მათი დაშვება საქართველოს ბაზარზე განსათავსებლად.
ჯერ კიდევ არ არის მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც სათამაშოებში ქიმიური ნივთიერებების ფართო სპექტრის რეგლამენტაციას მოახდენს, რის გარეშეც სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი სრულფასოვანი ვერ იქნება.
სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა მძიმე რჩება. სამომხმარებლო (არასასურსათო) ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობის უსაფრთხოების მოთხოვნები საერთოდ არ არის დადგენილი და არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.