

ხარაგაულში, სოფელ წყალაფორეთის სკოლაში ონლაინსწავლება 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სკოლის ონლაინრეჟიმზე გადასვლის მიზეზი მეხუთეკლასელი მოსწავლის კორონავირუსით ინფიცირებაა.
ამ სკოლის დირექტორის, გიორგი გველესიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, ორი დღის წინ ინფიცირებული ბავშვის ოჯახში სკოლის სხვა მოსწავლეები იმყოფებოდნენ. ამიტომ სკოლა მთლიანად ონლაინსწავლებაზე გადავიდა.
ამ სკოლაში სულ 22 მოსწავლეა.
წყალაფორეთის სკოლის მოსწავლეები, მეორე წელია მეზობელი სოფლის, ვარძიის სკოლაში სწავლობენ, რადგან წყალაფორეთის სკოლის შენობას რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს.
„ვარძიის სკოლაში მეორე სმენაში ვსწავლობთ, – ამბობს გიორგი გველესიანი, – ამიტომ იქ სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“.
გუშინ, 7 ოქტომბერს, ხარაგაულში ორი სკოლის თითო-თითო კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.