

თბილისში აკადემიკოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისი გაიხსნა.
ამ ფაქტის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ფულადი ჯილდოების დაწესების ინიციატივით გამოვიდა.
კერძოდ,
ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისში გაიხსნა აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სახელობის კაბინეტი. ასევე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის.
ამ ღონისძიებაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ობსერვატორიაში დაიწყო ფუნდამენტური ცვლილებები, რაც ახალ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს დასაბამს მისცემს.
უახლოეს მომავალში ობსერვატორიის თბილისის ოფისში ევგენი ხარაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება, სადაც მეცნიერის მემორიალური ნივთები განთავსდება.
ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ხელმისაწვდომია ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ