

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ხარაგაულში ბოლო 48 საათში კორონავირუსი 23 პირს გამოუვლინდა.
კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე ხარაგაულში ინფიცირების 1 360 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 1 240 გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 გარდაიცვალა.
98 ინფიცირებულიდან 15 პირი საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამჟამად იზოლაციაში 70 მოქალაქეა.
დღეს, 4 ოქტომბერს, კორონავირუსზე გეგმიური PCR ტესტირება ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების თანამშრომლებს ჩაუტარდათ.
გრძელდება საბავშვო ბაღებისა და სკოლების თანამშრომელთა ტესტირება.
„ახალი რეგულაციით, სკოლების იმ თანამშრომლებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად არიან აცრილები, გეგმიური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ, – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე, – ერთხელ ვაქცინირებულები და აუცრელები კი შვიდ დღეში ერთხელ გაიტესტებიან.
ამავე რეგულაციის თანახმად, კორონავირუსზე სწრაფი ტესტი, შესაძლოა სკოლის პერსონალს ადგილზე ჩაუტარდეთ. ამისთვის იმ სკოლაში, სადაც ექიმი არ ჰყავთ, სწრაფი ტესტირება დაევალება ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდება“.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან ექიმი ხუთ სკოლაშია. ექიმისთვის ოთახები გამოყოფილია ახალაშენებულ კიცხის, ახალგარემონტებულ ვერტყვიჭალისა და მარელისის სკოლებში.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.