

არჩევნების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“-ზე ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდებათ.
ტესტირება 2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან 3 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე იქნება უზრუნველყოფილი როგორც ცესკოში, ისე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში.
გარდა ამისა, სწრაფი ტესტირება იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც.
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო ადმინისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს.
ცესკოს-გან მოპოვებული ინფორმაციით, თუ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები ტესტირებაზე უარს იტყვიან, მათ საარჩევნო ადმინისტრაციებში არ დაუშვებენ.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.