

სასწავლო პროცესის წარმართვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას. სკოლებში, ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
ამასთან, მშობლებს კვლავაც დარჩებათ არჩევანის საშუალება, რაც გულისხმობს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, სწავლა დისტანციურად, ონლაინ-რეჟიმში განაგრძოს.
საბჭომ განიხილა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციები და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა.
კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პირბადის გამოყენების აუცილებლობას, როგორც დახურულ, ისე, ღია სივრცეებში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რაც პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 2021 წლის 28 სექტემბრამდე, ვირუსით ინფიცირების 609 340 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 580 891 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 8 884 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 45 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 744 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 360 პირი.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ