

გაეროს ბავშვთა ფონდი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის შესახებ.
გაეროს ბავშვთა ფონდი სკოლების გახსნას ულოცავს ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს და აგრძელებს თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.
მნიშვნელოვანია, მთავრობამ, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და სკოლების ადმინისტრაციამ ხელი შეუწყონ დასწრებულ სწავლებას და გაატარონ აუცილებელი ზომები, რომ შეამცირონ ვირუსის გავრცელება, რაც მოიცავს საწმენდი საშუალებების, საპნის, სუფთა წყლის, დამცავი საშუალებების უზრუნველყოფას, ასევე სოციალური დისტანციის დაცვას.
გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობას მასწავლებლების ვაქცინაციის მიზნით.
მასწავლებელთა ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან ის მათ იცავს ინფიცირებისაგან და შესაძლებლობას აძლევს მუშაობა საკლასო ოთახებში განაგრძონ.
სკოლები ცენტრალურ როლს თამაშობს ბავშვების განვითარების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. სკოლის გარეთ ბავშვებს მეტი საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე სკოლაში ყოფნისას. ამას სამი ძირითადი მიზეზი აქვს:
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.